2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეროვნული ბანკი 2022 წელს საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკი 2022 წელს საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია.

„რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები