0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ხელისუფლება რომ ცუდია, ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია რომ ჩვენ ვიყოთ მასზე უკეთესი. ხალხმა უნდა დაინახოს რომ არსებული პრობლემების მოგვარება შეგვიძლია" - გიორგი კაპანაძე

 

"შანსი, რომელიც რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გაუჩნდა საქართველოს, არის განსაკუთრებული და ისტორიული და ის სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ როგორც ჩვენი ქვეყნის როლისა და მნიშვნელობის გაზრდის, ისე ეკონომიკური პოტენციალის ათვისების კუთხით" - ამბობს მთავარი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და ანტიკორუფციული პლატფორმის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.

აიტივი: გიორგი, რა ხდება დღეს საქართველოში და როგორია ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება?

გიორგი კაპანაძე: საქართველოში არის მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება. მოქალაქეთა ერთი ნაწილი გაღარიბდა, ხოლო მეორე ნაწილი ქვეყნიდან გაიქცა.

პარალელურად კი, არსებობს საზოგადოების უმცირესი, ე.წ. სახელისუფლებო ნაწილი, რომელიც სიღარიბისა და კრიზისის ფონზე მდიდრდება.

ერთი მხრივ, ვხედავთ პენსიონერებს, რომლებიც მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ;

სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც დახმარება არსებობისათვის არ ჰყოფნით;

დევნილებს, რომელთა მდგომარეობა გაუარესებულია;

ვეტერანებს, რომლებსაც ხელისუფლება საერთოდ არ აქცევს ყურადღებას;

ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოში პერსპექტივას ვეღარ ხედავენ და მეორე მხრივ, ვხედავთ ჩინოვნიკების მრავალმილიონიან სასახლეებს, აგარაკებს, მიწის ნაკვეთებს... სიმდიდრესა და ქონებას.

კონსტიტუციის მე-5-ე მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და სახელმწიფო ზრუნავს სოციალურ სამართლიანობაზე...

თუმცა, ის, რასაც დღეს ხედავს საქართველოს მოქალაქე, ეს არის სოციალური უსამართლობა, რომლის ძირითადი წყარო კორუფცია და ბიუჯეტის ხარჯზე ჩინოვნიკების გამდიდრებაა.

სწორედ ეს სოციალური უსამართლობა უნდა დავასრულოთ და აღვადგინოთ სოციალური სამართლიანობა, კონსტიტუციის მე-5-ე მუხლთან მიმართებით, რაც ხელისუფლების ცვლილების გარეშე წარმოუდგენელია.

ხოლო რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას, დღეს, დასავლეთში სულ უფრო მეტად ემხრობიან იმ პოზიციას, რომლის თანახმადაც ოცნება არის პრორუსული პოლიტიკური ძალა, რადგან მისი არაოფიციალური მმართველი რუსული კავშირების მქონე ოლიგარქია.

- თუ ოცნება პრორუსული ძალაა და ამ დროს, ევროკავშირის მომხრე საქართველოს მოქალაქეთა 85 პროცენტია, რატომ არ იცვლება ხელისუფლება?

- რატომ? ხელისუფლება რომ ცუდია, ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია რომ ჩვენ ვიყოთ მასზე უკეთესი. ხალხმა უნდა დაინახოს რომ არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენ შეგვიძლია.

ხალხმა იცის რომ ხელისუფლება არ ვარგა, თუმცა საკმარისად ვერ ხედავს ჩვენს მიერ შექმნილ პოზიტიურ დღის წესრიგს.

კერძოდ, ორიენტირებას იმაზე, თუ როგორ ვუზრუნველვჰყოფთ მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობას;

საარჩევნო რეფორმების გატარებას;

სამუშაო ადგილების შექმნას;

ინვესტორთა მოზიდვას;

სისხლის სამართლის კანონის ზოგიერთი მუხლის მეტ ჰუმანურობას;

არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესებას;

პოლიტიკური დევნის შეჩერებას;

მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით ევროპულ კლინიკაში გადაყვანას;

კორუფციის აღმოფხვრას;

ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობასა და ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას - ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიზნით.

აი, ეს არის საკითხები, რომელზეც მეტი დისკუსია, არგუმენტები, ფოკუსირება და მუშაო გვმართებს.

მე რომ შესაძლებლობა მქონდეს, სწორედ ამ კუთხით წავიყვანდი ქართულ პოლიტიკას...

შანსი, რომელიც რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გაუჩნდა საქართველოს, არის განსაკუთრებული და ისტორიული და ის სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ როგორც ჩვენი ქვეყნის როლისა და მნიშვნელობის გაზრდის, ისე ეკონომიკური პოტენციალის ათვისების კუთხით.

რეგიონსა და ევროპაში სუსტდება რუსეთის გავლენა და იზრდება ამერიკა-ჩინეთის გავლენა, რაზეც მეტყველებს ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები და ამერიკის მიერ შავი ზღვით დაინტერესება. რუსეთი მარცხდება უკრაინაში და ჰკარგავს ჰეგემონიას მეზობლებთაც კი. ხოლო ამ ფონზე, საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძალიან რეალური შანსი აქვს იქცეს ერთერთ ყველაზე აყვავებულ, უსაფრთხო, ერთიან და წარმატებულ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ.

- გიორგი, რა არის გამოსავალი, თქვენი აზრით?

- გამოსავალი არის შეცდომებზე სწავლა;

მიზნისკენ მიმავალი გზის სწორად განსაზღვრა;

რესურსის სამართლიანად გადანაწილება;

საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა...

გამოსავალი არის მხარდამჭერთა აქტიურობა, რადგან არ არსობებს მცნება: “რიგითი მხარდამჭერი”.

ნებისმიერი პირი, ვინც ამდენი წელი იბრძვის და რომელმაც ბევრი რამ გამოიარა, რიგითი კი არა, მთავარია.

ამიტომ, მჯერა რომ პირველ რიგში, სწორედ ჩვენს მხარდამჭერებს უნდა მოვუსმინოთ, ხოლო მათ ღიად უნდა ისაუბრონ შექმნილ მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რა აწუხებთ, რა პრობლემებია და როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები.

ამავე დროს, გამოსავალი არის არა მხოლოდ მოძრაობა, არამედ, მოძრაობა და განახლება.

მსგავსი სიახლეები