1 6 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,იმედს აუგუგუნებია ახალი გადაცემა ყველაფრით, რაც საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოში აკრძალულია”

ტვ "კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "იმედზე” ახალი გადაცემის "ავტოგრაფის” შესახებ წერს:

"ახლა აღმოვაჩინე, სანამ მამა–შვილს სადარბაზოდან უდისტანციოდ გამოსვლისთვის და ცოლ–ქმარს მანქანაში გვერდიგვერდ ჯდომისთვის 3000 ლარით აჯარიმებენ, იმედს აუგუგუნებია ახალი გადაცემა 6 აპრილიდან, გუნდებით, ორკესტრებით, სტუდიაში ტაშისმკვრელი აუდიტორიებით, მოკლედ ყველაფრით, რაც საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოში აკრძალულია. თან ზედ აწერიათ დარჩი სახლშიო. გვეკაიფება საქოცეთი თავისი იმედიანად? ამ სახლში ულუკმაპუროდ გამოკეტილ ხალხს იმედის მასოვკები უნდა აყურებინოთ და თან დააჯეროთ რომ ცოლთან ერთად მანქანაში ჯდომით მსოფლიო პანდემიას აღვივებენ? იმედის კლასტერს როდის ტესტავთ? თუ ეგენიც მადლმოსილები არიან და ვირუსი არ ეკარებათ? სიტყვებიც აღარ მყოფნის რომ ის ვთქვა რასაც იმსახურებთ.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები