0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამ დაავადებით ყოველი 10 000 ორსულიდან 3 ნაყოფი არის დაავადებული ..

    ბავშვი, რომელსაც იშვიათი გენეტიკური დაავადება აღმოაჩნდა, ინდოეთში დაიბადა. ექიმებმა მას იქტიოზი დაუდგინეს, რომელიც იწვევს დეფორმირებას. ბიჭუნას პატარა ზომის თავი და ამობურცული, დიდი თვალები აქვს. დაავადების  გამო კანი 7-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება. კანი იმდენადაა მოჭიმული, რომ შესაძლოა რამდენიმე ადგილას გასკდეს კიდეც... ასეთ კანს დღეში რამდენჯერმე სჭირდება საცხი. ბავშვებს, რომელსაც ეს დაავადება აქვთ, ესაჭიროებათ კანის მუდმივი მკურნალობა.

   იშვიათ გენეტიკურ დაავადებასთან ერთად ახალშობილს აღმოაჩნდა ანენცეფალია(თავის ტვინის თანდაყოლილი არარსებობა).ექიმების განცხადებით ბიჭუნას არ აქვს ტვინის მთავარი ნაწილი და თავის ქალა. დარჩენილი ნაწილები კი არაა დაფარული ძვლითა და კანით. ანენცეფალიით ყოველი 10 000 ორსულიდან 3 ნაყოფი არის დაავადებული.

ბიჭინას დედა 35 წლის ხალიდა ბეგუმია. ახალშობილის ნახვის შემდეგ, ის შოკირებული იყო. მან თავიდან უარი განაცხადა ბავშვის გამოკვებაზე. ექთნებს უთხრა, რომ ბიჭუნას დანახვა აღარ უნდოდა.

ხალიდა ბეგუმი:"ბავშვს სხეულის ზოგიერთი ნაწილი სრულიად განუვითარებელი აქვს. როცა პირველად დავინახე ჩემი შვილი, შოკირებული ვიყავი. ის ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. არ მჯეროდა, რომ ასეთი უცნაური ბავშვი მე გავაჩინე, ამიტომ ექთნებს ვუთხარი, რომ ის ჩემთვის აღარ დაენახებინათ."

საბედნიეროდ, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, დედას ბავშვზე უარი აღარ უთქვამს. ის ბედნიერი იყო თავისი შვილით და დაიწყო მასზე ზრუნვა.

ახალშობილის მშობლები არიან იმ რისკის ქვეშ, რომ მათი ოთხი შვილიდან ერთ-ერთს ეს დაავადება გამოუვლინდება.

 

                                                                                  ავტორი : მაგდა ბატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები