2 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით, სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 1 პირის - ლაურა ღაჭავას მიმართ.


"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები.

ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.
ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს, 14:00 სთ-ზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით,"-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები