0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა ხდება ამ წუთებში გორში იმ ადგილზე სადაც 9 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ჩამოტვირთვა

გორში გარდაცვლილი ცხრა წლის გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა.

როგორც პირველ არხს გარდაცვლილის ბაბუამ განუცხადა, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.

ამასთან, ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი სხვა ადგილას არის მოკლული და ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე, სახლთან ახლოს გადამალვის მიზნით მიიტანეს, რადგან მათი თქმით, ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაათვალიერეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

უწყების ცნობით, ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები