0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

გორში ქმრის სახლთან მიახლოების გამო ცოლი დააკავეს

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, 51 წლის ქალი დააკავეს. შემთხვევა სოფელ ატენში მოხდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 21 სექტემბერს მეუღლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ქალმა მოსამართლეს განუცხადა, რომ ქმრის სახლში მხოლოდ ტანსაცმლის წამოსაღებად მივიდა. მოსამართლე ნინო შარაძემ ქალს ამჯერად სიტყვიერი შენიშვნა მისცა და გაათავისუფლა.

ასევე ირკვევა, რომ ქმარს, ოჯახში ძალადობის მუხლით, პატიმრობა აქვს მოხდილი. მოსამართლის კითხვაზე, თუ სად ცხოვრობს ამჟამად ქალი, უპასუხა, რომ მეზობლად, დის სახლში. "ჩემი დაც დაჭერილია და სახლი მე დამიტოვა," - განუცხადა ქალმა მოსამართლეს.

პროცესზე, გამომძიებელმა მაკა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს ხან ერთი და ხან მეორე მხარე ხშირად იძახებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები