2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჩვენ ამ განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით" - ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე

„ჩვენ ამ განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, ამის შესახებ პროკურატურის საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა. ირაკლი შოთაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. 

ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გამართლდა.

მთავარი პროკურორის თქმით, ექსპერტიზა "შვეიცარიის ქალაქ ლოზანის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდება, ასევე საქმეში საერთაშორისო პროკურორები ჩაერთვებიან. 

"შვეიცარიის ქალაქ ლოზანის ექსპერტიზის ბიუროსთან შევთანხმდით, რომ ექსპერტიზა შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში ჩატარდეს, მათ ყველა მტკიცებულება მიეწოდებათ. ზაზა სარალიძეს მის ადვოკატთან ერთად შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერი კითხვა ჩვენი მეშვეობით დაუსვას შვეიცარიის საექსსერტო ბიუროს. გადავწყვიტეთ სისხლის სამართლის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკურორები,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

მთავარმა პროკურორმა მოკლული დავით სარალიძის მამას მიმართა. 

"მინდა საზოგადოებას, ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, ჩვენ ვართ ღია და არაფერს ვემალები.  მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე. გჰამოძიებამ და პროკურატურამ ამ ეტაპოზე ყველაფერი გააკეთეს, რიის გაკეთებაც სამართლებრივად შეიძლებოდა

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები