1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

“ასელთან სექსის მერე აბაზანაში შევედი, რომ გამოვედი, ასელი გადამხტარი იყო” – რას წერს ბესიკ თორდუა

თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმე – “ტვ პირველმა” ბრალდებულ ბესიკ თორდუას ჩვენება მოიპოვა.

57 წლის კაცი ირწმუნება, რომ ასელ აიპაევასთან სექსუალური კავშირი ახალგაზრდა ქალის თანხმობით და  სურვილით დაამყარა.

კაცი ჩვენებაში წერს, რომ სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ სააბაზანოში შევიდა, იქიდან გამოსულს კი ასელი საძინებელ ოთახში არ დახვდა.

– გავედი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, ხრეშზე ესვენა ასელის გვამი. ის აივნიდან გადახტა, თუ გადავარდა, ვერ მოგახსენებთ, – აცხადებს თოდუა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 26 წლის გოგოს გვამი ნახა, სასწრაფოდ ჩაალაგა ტანსაცმელი და ზუგდიდში წასვლას გეგმავდა.

კითხვაზე, რატომ არ დაურეკა არავის, ბესიკ თორდუა აღნიშნავს, რომ “შოკში იყო”, “ეშინოდა, რომ თვითმკვლელობა მასთან არ დაეკავშირებინათ, რადგან სქესობრივი კავშირი ჰქონდა დამყარებული”.

– მე ასელს მამა-შვილურად ვექცეოდი, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, – ამბობს თორდუა.
დაკავებული დაკითხვისას სკანდალურ ჩვენენებას აძლევს და ამბობს, რომ ასელი დის ქმარმა გააუპატიურა და სწორედ ამიტომ მოიკლა ქალმა თავი.

– ჩემი აზრით, ასელმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ გააუპატიურა მისი დის ქმარმა, მურატმა, რაზეც ის სულ ტიროდა და ნერვიულობდა. ასევე მისი გადმოცემით, ამერიკაში შეყვარებული ჰყავდა, – აცხადებს თორდუა.
ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე, ასელ აიპაევა  მიმდინარე წლის 5 მაისს მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი მუქარის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

თბილისში გარდაცვლილი  26 წლის ყაზახი გოგონას საქმეზე დაკავებულ ბესიკ თორდუას პატიმრობა გასულ კვირას შეეფარდა.

ტვ პირველი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები