1 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საზარელი ტრაგედია: 22 წლის სტუდენტი ეკლესიაში მოკლეს

ნიგერიაში 22 წლის სტუდენტი უვავერა ომოზუვას ეკლესიაში მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ბენინ სიტიში მოხდა. უვავერა მის სახლთან მდებარე ეკლესიაში წასაკითხად ხშირად დადიოდა, რადგან იქ თავს მშვიდად გრძნობდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, 3 დღის წინ, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკლესიაში კითხულობდა, იქ რამდენიმე კაცი შევიდა, რომლებმაც გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლსაქრობი ჩაარტყეს. ქალი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციაში საქმე მკვლელობის ბრალდებით აღძრეს და გაუპატიურების ფაქტს არ ადასტურებენ.

მოსახლეობა მთავრობისგან მომხდარის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები