1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლო ინფორმაციით, სეულში ჰელოუინზე 151 ადამიანი გარდაიცვალა

 სეულში,  იტევონის რაიონში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი  მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა. სასიკვდილო "შეტაკება" 100 000 კაციანი შეკრების დროს მოხდა, საკმაოდ ვიწრო ქუჩაზე ჰელოუინის დღესასწაულების დროს.

დაღუპული  ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, დღეიდან 5 ნოემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით გლოვა ამოცხადდა.

გლოვის პერიოდში, ყველა საჯარო დაწესებულება და დიპლომატიური ოფისი დროშებს დაუშვებს. გარდა ამისა, სამხრეთ კორეის პრემიერმინისტრის თქმით, საჯარო მოხელეები და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები გლოვის პერიოდში, სამძიმრის გამოსახატად, სამოსზე სამგლოვიარო ლენტებს დაიმაგრებენ.

მომხდარის ადგილას  მოეწყობა სახალხო მემორიალი.

ბოლო მონაცემებით, შაბათ ღამეს, სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი ინციდენტის დროს  82 ადამიანი დაშავდა. რა გახდა ჭყლეტის მიზეზი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის 19 მოქალაქეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები