1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში მუშაობა Coca Cola-მ, PepsiCo-მ და Starbucks-მაც შეაჩერეს

Coca-Cola რუსეთში საკუთარი ბიზნესის წარმოების შეჩერების შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მასში აღნიშნულა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ოფიციალურად, Coca-Cola-ს პროდუქცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყიდება, ჩრდილოეთ კორეისა და კუბის გარდა.

რუსეთში მუშაობის შეზღუდვის შესახებ PepsiCo-მაც განაცხადა. კომპანია ქვეყნის ტერიტორიაზე გაზიანი სასმელს აღარ გაყიდის, თუმცა გააგრძელებს პირველადი საჭიროების პროდუქციის გავრცელებას, როგორიც არის რძე და საბავშვო კვება.

რუსეთში მუშაობის დროებით შეჩერების ყავახანების ქსელმა Starbucks-მაც განაცხადა. ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ყველა ობიექტი დაიხურება, შეჩერდება ნედლეულის იმპორტიც. ამასთან, Starbucks-ი რუსეთში ორ ათასამდე თანამშრომელს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს.

მანამდე რუსეთში ყველა რესტორნის დახურვის შესახებ McDonald’s-მა განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები