0 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ისრაელს ეწვია

აშშ-ის პრეზიდენტი დღეს  ისრაელს ეწვევა, ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.

ისრაელში ტრამპი საუდის არაბეთიდან ჩაფრინდა. საუდის არაბეთი ამერიკის ძირითადი პარტნიორია. შაბათს ტრამპი არაბ და მუსლიმ ლიდერებთან ერთად სამიტზე  სიტყვით გამოვიდა. მან ლიდერებს მიმართა და მოუწოდა იმისკენ, რომ უხელძღვანელონ ბრძოლას ისლამისტების წინააღმდეგ, რათა მოხერხდეს მათი  შეჩერება.

აშშ-ს პრეზიდენტი  გეგმავს საუბარს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან. მან ისრაელ-პალესტინას მოუწოდა სამშვიდობო ურთიერთშეთანხმებაზე, მაგრამ უცნობია, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ქვეყანას ისე დატოვებს, რომ ორივე მხარე გადაწყვეტს ერთმანეთთან უშუალო საუბარს.

მან ისაუბრა ირანზეც, საუდის არაბეთის და ისრაელის მთავარ მტერზე და თქვა, რომ ირანი ათწლეულების განმავლობაში პროვოცირებას უკეთებდა კონფლიქტებს და ტერორს რეგიონში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით  Twitter-ზე უპასუხა ბრალდებებს.

ვიზიტის დროს კარგად გამოჩნდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი  უფრო მეტად უჭერს მხარს ისრაელის, ვიდრე მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა. მან რბილი პოზიცია დაიკავა ისეთი სადაო საკითხების მიმართ, როგორიცაა ებრაული დასახლებები, სადაც 600, 000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს 1967 წლის აღ. იერუსალიმის ოკუპაციის შემდეგ.

პრეზიდენტმა ასევე გააგზავნა  მესიჯები იერუსალიმის საკითხზე და პირობა დადო, რომ აშშ-ს საელჩო გადავა  თელ ავივიდან იერუსალიმში. აღნიშნულით მართალია  გაღიზიანდა პალესტინა, თუმცა კმაყოფილი დარჩა ისრაელი.

ისრაელი მთლიან იერუსალიმს განიხილავს დედაქალაქად, მაშინ, როცა პალესტინა მოითხოვს აღმოსავლეთ იერუსალიმს თავის დედაქალაქად.

   დონალდ ტრამპი, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ბეთლემში გაემგზავრება, სადაც პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდება. ისრაელის შემდეგ ის ვატიკანში ჩავა, სადაც მას რომის პაპი ფრანცისკი მიიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები