0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რვა დღიანი ტური ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად

  CNN-ის ცნობით ლონდონში დაფუძნებული კომპანია Blue Marble Private გეგმავს ექსპედიციების მოწყობას ტიტანიკის ჩაძირვის ადგილას. ეს პროცესი 2018 წლის მაისში დაიწყება და ტურისტებს შეეძლებათ მოინახულონ 1912 წელს ჩაძირული ყველაზე ცნობილი გემი. ტიტანიკის ჩაძირვიდან ერთ საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა მისი ნამსხვრევების ნახვა ოკეანის ფსკერზე ჯერ კიდევ შესაძლებელია.

რვადღიანი ტური ერთ ადამინს  105,129 დოლარი დაუჯდება.

ტიტანიკის ნამსხვრევები მისი ჩაძირვიდან 32 წლის შემდეგ რობერტ ბალარდმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინა. შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა ტიტანიკზე სტუმრობისა.

რვა დღიანი ტური კანადაში აიღებს გეზს. ორი მილის ქვემოთ კი ატლანტის ოკეანეში ტურისტებს დახვდებათ ტიტანიკი. სამი საათის განმავლობაში მათ შეეძლებათ დაათვალიერონ 269 მეტრის გემი, მისი გენბანი და ცხვირი.

Blue Marble Private-ის კონკურენტიც გამოუჩნდა. ლოს ანჯელესში დაფუძნებული ფირმა Bluefish-იც აპირებს ტიტანიკის სანახავად ექსპედიციის მოწყობას 2018-2019 წლების განმავლობაში, თუმცა დასაზუსტებელია მარშუტი და მოგზაურობის ფასი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები