1 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,წერეთლის გამზირიდან მოვიტანეთ კახა კალაძის კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება" - ლაშა ფარულავამ მერიასთან ტალახი მიიტანა

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სკანდალის შემდეგ, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ფარულავამ თბილისის მერიასთან კახა კალაძეს შავი პარკით ტალახი მიუტანა. 

"წერეთლის გამზირიდან მოვიტანეთ კახა კალაძის კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება. ამ ტალახის გავლა უწევთ წერეთლის გამზირზე მაცხოვრებლებს. თბილისი დგას საცობში. დაპირება იყო, რომ 2023 წელს პროექტი დასრულდებოდა, თუმცა 2024 წელი დაიწყო, 17 იანვარია და კომპანიები აღარ არსებობენ. ის კომპანიები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, იყვნენ "ქართული ოცნების" შემომწირველები, ეს ფავორიტი კომპანიები წინასაარჩევნოდ ფულს სწირავენ რუსულ პარტიას. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის პარტია ფინანსდება ჩვენი გადასახადებისგან. ეს არის კორუფცია, ეს ტალახი არის სახე და სიმბოლო კახი კალაძის მმართველობის და ამ მმართველობის სიმბოლოს, კორუფციულ ტალახს შევუტანთ კახი კალაძეს"- თქვა  ლაშა ფარულავამ. 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში მონაწილე კომპანიებს ხელშეკრულება შეუწყვიტა, ახლა კი ტენდერს დაჩქარებული წელით ახალ კომპანიებს გაუფორმებს. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები