პოლიტიკა
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა
2022-12-23 13:53:44
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კირკიტაძე 9 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა. როგორც მისმა თანაგუნდელებმა აღნიშნეს, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, იყო “გამოხატული სისუსტე და წნევის ცვალებადობა”.
კომენტარები