0 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილი: არ გამოვრიცხავ, რევოლუციური გზით წასვლაც მოგვიწიოს, თუ ხელისუფლება არაადეკვატურობაში გადავარდა, მაგრამ ეს არ იქნება კარგი

“არ გამოვრიცხავ, რომ რევოლუციური გზით წასვლაც მოგვიწიოს, თუ ხელისუფლება არაადეკვატურობაში გადავარდა,” – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს.

 

„ან იღებ ორიენტაციას იმაზე, რომ ხელისუფლებას ცვლი რევოლუციური გზით – ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა გატეხო, აიძულო ივანიშვილი, წავიდეს ქვეყნიდან და დაანებოს თავი ყველაფერს. ვიდრე არჩევნები იქნება, მანამ შეცვალო ფაქტობრივად ხელისუფლება, მაგრამ არჩევნებით გააფორმო. ან მოემზადო არჩევნებისთვის და არჩევნების გზით შეცვალო ხელისუფლება. ეს ორი გზაა და რომელ გზას აირჩევენ ამ ორი გზიდან, იმას აქვს მნიშვნელობა.

ჩემი პირადი აზრით, პირველი გზა არასწორიც არის და არასასურველიც. რომც გამოვიდეს, მაინც ცუდი იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მოგვიწიოს მაგ გზაზე წასვლა, თუ ხელისუფლება გადავარდა არაადეკვატურობაში, მაგრამ ეს არ იქნება კარგი და არც რეალისტური მგონია“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა, რომელთან ინტერვიუსაც „აიპრესი“ ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები