1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დარბევის მიუხედავად ხალხი ლუკაშენკოს დიქტატურას ისევ აპროტესტებს

ბელარუსში საპროტესტო აქციები განახლდა. როგორც ბელარუსული ინტერნეტ გამოცემა „TUT.by” იუწყება, მინსკში ძერჟინსკის გამზირზე დღეს დილით აქციას მართავენ ექიმი-კარდიოლოგები.

ექიმების ანალოგიური აქცია იმართება მინსკის მეათე კლინიკურ საავადმყოფოსთანც. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის გამზირზე დემონსტრაციას კვლავ ქალები მართავენ.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინსკის ელექტროტექნიკური ქარხნის თანამშრომლები ქვეყნის მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მათ სამუშაო ადგილები მიატოვეს და საწარმოს ადმინისტრაციაში მივიდნენ.

„წადი“ – სკანდირებენ ქარხნის თანამშრომლები. ანალოგიური მოთხოვნით, ჟლობინში იკრიბებიან მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებიც.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვიტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე არ წყდება. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები