1 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

იმპერატორის ერთგულებაზე ძალით დაფიცებული საქართველო

ჩამოტვირთვა

1483 წელი - კახეთის მეფე, ალექსანდრე პირველის ელჩები მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე ჩადიან... პირველი დიპლომატიური ნაბიჯი რუსეთის იმპერიასთან 300 წლით ადრე 1801 წლის ანექსიამდე... როგორ მივედით მფარველობიდან იმპერიის პროვინციამდე და რა გზა გაიარა საქართველომ პირველი დიპლომატიური ელჩობიდან „ავადსახსენებელ“ მაინიფესტამდე?... კავკასიისთვის ბრძოლის "გეოპოლიტიკურ ასპარეზზე" რუსეთის იმპერია XVI საუკუნეში ჩნდება 1561 წელი - რუსეთის ჯარის პირველი შემოსვლა კახეთის სამეფოში. 1587-1589 წლები - რუსეთსა და კახეთის სამეფოს შორის პირველი ოფიციალური ხელშეკრულება "წყალობის სიგელი" ფორმდება. 1720-1722 წლები - რუსეთის იმპერიისა და ქართლის სამეფოს შემადგენლობით სამხედრო-პოლიტიკური კავშირი იქმნება. 1722 წელი - რუსეთის იმპერია "სამხედრო-პოლიტიკური კავშირს" არღვევს, და ირანის წინააღმდეგ გალაშქრებულ ვახტანგ მეექვსეს მტერთან მარტო ტოვებს. 1768-1774 წლები - რუსეთმა ცრუ დაპირებით თავის სასარგებლოდ რუსეთ ოსმალეთის ომში ჩააბა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. 1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის ზავით ეკატერინე მეორემ დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენის სფეროდ აღიარა. 1770 წელი - ოსმალეთის ჯართან ბრძოლის წინ ტოტლებენმა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს მეორეს უღალატა და მის ჩამოგდებას შეეეცადა ტახტიდან. 1783 წლის 24 ივლისი - გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ტრაქტატი იდება. 1795 წლს 8-11 სექტემბერი - რუსეთის იმპერიის კავკასიის ხაზის სარდლობის ირიბი თანხმობით აღა-მაჰმად-ხანის ერეკლე მეორის მცირერიცხოვან ლაშქარს ანადგურებს და თბილისს აოხრებს. ტყვედ 15 ათასი ქართველი მიჰყავთ. 1799 წელი - ქართლ-კახეთის სამეფო დინასტიის დასუსტების მიზნით რუსეთის იმპერია ბატონიშვილების დაპირისპირებას აღვივებს და ტახტის მემკვიდრედ დავით გიორგის ძეს აღიარებს. 1801 წლის იანვარი - დავით გიორგის ძე რუსეთის ჯარის დახმარებით ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენის მოსურნე იულონ ერეკლეს ძი "ბატონიშვილთა კოალიციის" არბევს. დაბოლოს „ავადსახსენებელი „ თარიღი ... 1801 წელი 12 სექტემბერი - გეორგიევსკის ტაქტატის დარღვევითა და სამხედრო ძალის გამოყენებით რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე პირველი ქართლ-კახეთის სამეფოს აუქმებს. 1802 წლის 12 აპრილს ეს მანიფესტი სიონის ტაძარში შეკრებილ თავად-აზნაურობას გააცვნეს და იმპერატორის ერთგულებაზე ძალით დააფიცეს. რუსეთმა უბრძოლველად მოახერხა ის რასაც ბრძოლით ირანი და ოსმალეთი ვერ ახერხებდნენ . მანიფესტის შემდგენლებმა იურიდიულად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების ვერც გარდაუვალობა და ვერც კანონიერება დაასაბუთეს. დოკუმენთით რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ფეხქვეშ გათელა გეორგიევსკის ტრაქტატით გარანტირებული ქართლ-კახეთის სამეფო სახლის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უფლებები. ასე დასრულდა საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვანი პარტნიორობის ხანა, დამთავრდა ილუზია რომ რუსეთი თითქოს მფარველად მოევლინებოდა მუსულმანური სამყაროთი გარშემორტყმულ და დაქუცმამცებულ საქართველოს... საოკუპაციო ხელისუფლება ხაზს უსვამდა, რომ თავის მმართველობას არა მხოლოდ ქართლ–კახეთში,არამედ მთელს საქართველოში დაამყარებდა. ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ 1810 წელს რუსეთმა იმერეთი, 1828 წელს გურია., 1857 წელს სამეგრელო, 1858 წელს სვანეთი, ხოლო 1864 წელს აფხაზეთი დაიმორჩილა. იმპერიის მესვეურთა წინაშე დაისვა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების საკითხიც. 1811 წლის 10 ივლისს , ალექსანდრე I-მა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ანტონ II-ს მისწერა: "გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების გამგებლობისგან უწმინდესი სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით!" მათთვის ჩვეული ცინიზმით, "წოდებაშენარჩუნებული" კათოლიკოსი რუსეთში გადაასახლეს, ხოლო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს. ამ ყველაფერს ქართველების მხრიდან საპასუხო რეაქციებო მოჰყვა... 1809 წელს აჯანყდნენ მთიულები; 1810 წელს იმერლები; 1812-13 წლებში კახელები; 1819 -1820 იმერლები და გურულები; შემდეგ იყო 1832 წლის შეთქმულება 1841 გურულები ისევ აჯანყდნენ 1856 ამბოხებამ სამეგრელო მოიცვა იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას. ქართველები უდრტვინველად არ შეგუებიან დამოუკიდებლობის დაკარგვას, მაგრამ აჯანყებებსა და შეთქმულებებს რუსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შედეგი არ მოჰყოლია. ქართველებმა დროებით ჩააგეს ხმლები და, წარსულის სევდით განმსჭვალულებმა, მწერლობაში ჰპოვეს ნავსაყუდელი. ასე დაიწყო საქართველოში რომანტიზმის ხანა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან კი თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალა. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, – ლელთ ღუნიას ეს სიტყვები მთავარ იდეად გასდევდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ აზროვნებას. „ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ის თავის წარსულს ივიწყებს“, ამიტომაც თერგდალეულები ყოველნაირად ცდილობდნენ ეროვნული სულის გაღვივებას, 1905 წლიდან კი უკვე აშკარად დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. 1917 წლის მარტში სიონის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა. 1918 წლის 26 მაისს კი საქართველომ 117 წლიან უღელს დააღწია თავი და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსული იმპერიის გარეთ საქართველომ მხოლოდ 3 წელი იცხოვრა სანამ ხელახლა იქნებოდა ანექსირებული ამჯერად ბოლშევიკური რუსეთის მიერ. 3 წლიანი თავისუფლება 70 წლიანი მონობით შეიცვალა. ახალი სტილით 30 იანვარს საქართველოს მოსახლეობისთვის საჯარო გახდა მანიფესტი რომლიტაც რუსეთ-საქართველოს პარტნიორობა ბატონისა და ყმის ურთიერთობად იქცა. ალექსანდრე პირველის მანიფესტი რომლითაც რუსეთმა საქართველოს ანექსია დაიწყო სწორედ 1802 წლის 30 იანვარს გამოქვეყნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები