0 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორ დღეში დედაქალაქის ბიუჯეტმა 300 000 ლარზე მეტი იზარალა, მემანქანეების ხელფასის გაზრდას კი 700 000 ლარი სჭირდება – ხაბეიშვილი

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციის სხდომაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი დაიბარა, თუმცა მამუკა კობახიძე საკრებულოში არ მისულა, შესაბამისად ფრაქციის სხდომა ჩაიშალა.

„როცა არის მეტრო გათიშული 150 ათასიდან 175 ათას ლარამდე ზარალობს ბიუჯეტი, როცა ამ 120 ათასზე მეტ ადამიანს დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახური უფასოდ, სინამდვილეში კი ბიუჯეტიდან ეხმარება გადაადგილებაში, აქაც საუბარია დაახლოებით 150 000 ლარზე, მინიმუმ 300 ათას ლარს ზარალობს დედაქალაქის ბიუჯეტი, როცა მეტრო გათიშულია.

ჯამში საჭიროა 700 ათასი ლარი რომ მეტრო ჩაირთოს, ორ დღეში იმდენი ვიზარალეთ, რაც საკმარისი იყო ამ ადამიანებისთვის ერთი წლით ხელფასის მომატებისთვის“- აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები