მსოფლიო
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ 2023 წლის „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ მხარდამჭერი იყო
2023-08-02 18:52:28
„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, რომელსაც უკვე 16 წელია ბათუმი მასპინძლობს. ყოველწლიური ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერი წელს იაპონური ბრენდი Mazda-ს ქართული წარმომადგენლობა, „მაზდა ცენტრი თეგეტა“ იყო.
საფესტივალო სივრცეში MAZDA-ს ახალი პრემიუმ მოდელის CX60-ის პრეზენტაცია გაიმართა და ყველა მსურველს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ბათუმშივე გაიაროს ტესტდრაივი. ამისთვის წინასწარი მარტივი რეგისტრაციაა საჭირო.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური მოვლენის „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ მხარდამჭერები. „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, კულტურისა და ხელოვნების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ მუდმივად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციას, ვიზრუნოთ ქართველ მსმენელებზე და ვიყოთ ხელოვნების ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდამჭერი“.
![](/videos/more_img-1690988695404595.jpg)
ფესტივალი 28 ივლისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. ჯაზ ფესტივალის სტუმრებს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კუთხესთან ფოტოების გადაღებისა და ამ დღის მოგონებების აღბეჭდვის შესაძლებლობა სამივე დღის განმავლობაში ჰქონდათ. ფოტოსტენდი MAZDA-ს იაპონური ტრადიციებისა და ჯაზ ფესტივალის თემატიკით იყო გაფორმებული.
ფესტივალის ფარგლებში, აჭარის რეგიონის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი არტისტებისთვის - BEDFORD FALLS, SOUL TRAIN, მარკუს მილერი და BROOKLYN FUNK ESSENTIALS. „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ არტისტებსა და მსმენელს წელს ბათუმში მდებარე ახალმა სივრცემ „სთეიჯ 17“-მა უმასპინძლა.
--
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
კომენტარები