0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

5 რამ, რაც უნდა იცოდე ავიაბილეთების შეძენისას

 

მოგზაურობის დაგეგმვა დიდი სიამოვნებაა, ვის არ უყვარს ახალი თავგადასავლები? თუმცა არსებობს რამდენიმე დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ავიაბილეთების დაჯავშნისას, თუ გსურთ, რომ თავი აარიდოთ რაიმე სახის გართულებას. აქ არის ყველა საჭირო რჩევა რაც ავიაბილეთების დასაჯავშნად გამოგადგებათ.

 

1.    სად უნდა შევიძინოთ ავიაბილეთები?

ავიაბილეთების შესაძენად საუკეთესო გზა საძიებო სისტემის გამოყენებაა და არა უშუალოდ რომელიმე ავიაკომპანიის ვებ-გვერდის, რადგან, თქვენ საშუალება გეძლევათ თვალი გადაავლოთ ყველა ავიაკომპანიისა და სააგანტოს შემოთავაზებულ რეისებს და მარტივად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთები.

სწორედ ასეთია avia-biletebi.ge -ს საძიებო სისტემა, რომელიც მორგებულია მომხმარებელზე და ავიაბილეთების შეძენას მარტივსა და კომფორტულს ხდის. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია თარიღის, ფასის, ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და სააგენტოების მიხედვით და სისტემა მომენატალურად შემოგთავაზებთ როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ ფრენებს.

 

2.    როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად?

ავიაბილეთების დაჯავშნისას, ყველასთვის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში მათი ფასია. ამიტომ, უნდა იცდეთ რამდენიმე ხრიკი, რისი გათვალისწინებითაც შეძლებთ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი ავიაბილეთების შეძენას:

·         შეიძინეთ aviabiletebi 40-60 დღით ადრე, რადგან სტატისტიკურად ავიაკომპანიები ამ პერიოდში გთავაზობენ ყველაზე დაბალ ფასებს.

·         გასამგზავრებლად შეარჩიეთ კვირის სამუშაო დღეები, ამ დროს ავიაბილეთების შეძენა უფრო დაბალ ფასადაა შესაძლებელი, ვიდრე შაბათ-კვირას.

·         შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთი ერთდროულად, ამ დროს ავიაკომპანიები და სააგენტობები შედარებით დაბალ ფასს გთავაზობენ.

·         აირჩიეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.

·         უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე.

·         აირჩიეთ არასეზონური პერიოდი.

 

3.    რა არის საჭირო ავიაბილეთების შესაძენად?

ავიაბილეთების შესაძენად საჭიროა მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, აქტიური პლასტიკური ბარათი და საკონტაქტო ინფორმაცია - ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც გამოიგზავნება თქვენს მიერ შეძენილი ავიაბილეთები და მიიღებთ ყვლა სახის შეტყობინებას, ფრენის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

4.    შესაძლებელია თუ არა ავიაბილეთების გაუქმება ან გადაცვლა?

ყველა ავიაკომპანიას აქვს თავისი წესები და პირობები. გადაცვლაც და გაუქმებაც შესაძლებელია, მაგრამ ორივე მათგანი ჯარიმებთანაა დაკავშირებული.

·         თუ შეძენილი გაქვთ ეკონომ კლასის ავიაბილეთი, ფრენის გაუქმებისას, ავიაკომპანია ბილეთის საფასურიდან იტოვებს ჯარიმას. თუ გადაცვლა გსურთ, დამატებითი საკომისიოს დამატების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ შეცვალოთ თარიღი ან მგზავრის მონაცემები.

·         იმ შემთხვევაში, თუ შეძენილი გაქვთ ბიზნეს კლასის ბილეთები, გადაცვლაც და  დაბრუნებაც, ხშირ შემთხვევაში უფასოა.

 

5.    რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ავიაბილეთების შეძენისას?

თუ ტრანზიტულ ფრენას ყიდულობთ, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

·         შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი რეისი, სადაც ტრანზიტული ფრენისას გადაჯდომის ხანგრძლივობა იქნება მინიმუმ 2 საათი, რომ მოასწროთ ყველა პროცედურის მშვიდად გავლა.

·         ასევე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ არ იყოს აეროპორტების ცვლილება და არ მოგიწიოთ ერთ აეროპორტში ჩასვლა და მეორე აეროპორტიდან გამგზავრება.

·         ყურადღება მიაქციეთ, რომ ორივე ფრენას ერთი ავიაკომპანია ასრულებდეს, რადგან რეისის დაგვიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა აიღონ და ასევე, თუ ბარგით მგზავრობთ, მათი ხელით გადატანა თქვენ არ მოგიწიოთ.

 

ეს რჩევები დაგეხმარებათ დაგეგმოთ სასურველი მოგზაურობა მარტივად. გამოიყენეთ avia-biletebi.ge -ს საძიებო სისტემა და დაჯავშნეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები სახლიდან გაუსვლელად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...