პოლიტიკა
ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტების, სპორტული შეჯიბრებებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა შეიზღუდება
2021-08-12 17:21:52
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც.
კომენტარები