პოლიტიკა
Pfizer-ის ვაქცინას სრულ ავტორიზაციას სავარაუდოდ სექტემბერში მისცემენ
2021-08-04 17:09:21
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია Pfizer-ის კოვიდვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მიცემას სექტემბერში გეგმავს. ამის შესახებ, New York Times-ი ამ პროცესში ჩართულ ხალხზე დაყრდნობით იუწყება.
FDA-მ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია Pfizer-ის ვაქცინას შარშან მისცა. სრული ავტორიზაცია ბევრი ისეთი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს ვაქცინირებისთვის წამახალისებელი, ვინც მისი უსაფრთხოების შესახებ ღელავს.
New York Times-ის ცნობით, სააგენტო ვაქცინას სრულ ავტორიზაციას 6 სექტემბრამდე მისცემს.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ სააგენტოსგან გადაწყვეტილებას შემოდგომის დასაწყისში ელოდება.
თავად სააგენტო კი განცხადებაში წერს, რომ Pfizer-ის განაცხადს იმდენად სწრაფად იხილავს, როგორც ეს შესაძლებელია.
კომენტარები