0 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ტიკარაძე: ტრანსპორტის შეზღუდვაზე ვფიქრობთ, მაგრამ ეს პრობლემის N1 გადაწყვეტა არაა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისთქმით, საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხს განიხილავს, თუმცა როგორც მან თქვა, ამ ეტაპზე დედაქალაქში ეს საჭიროება არ არის.

ასევე, როგორც ტიკარაძემ განაცხადა, მნიშვნელოვან ღონისძიებად პირბადეების ტარების საკითხი რჩება და ამ მხრივ ღონისძიებების გამკაცრება იგეგმება.

​"პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება ეს არის პირბადეებისგამოყენება და ამ მიმართულებით ჩვენ ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება, ტრანსპორტის შეზღუდვას, ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის მოგვარების", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს, 12 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 178 თბილისში დადასტურდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 12 272 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები