2 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი გაიხსნა

ჩამოტვირთვა

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ჰონგ-კონგი-მაკაო-ჟუჰაის დამაკავშირებელი ხიდი ოფიციალურად გახსნა. ღონისძიება გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჟუჰაიში გაიმართა და მას 700-მდე სტუმარი დაესწრო.

სატრანსპორტო დერეფნის გავლით მსუბუქი ავტმობილებისა და სატვირთო მანქანების გადაადგილება ხვალიდან დაიწყება. ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ხიდის კონსტრუქცია, რომელიც 120 წელზეა გათვლილი, ტაიფუნებისა და მიწისძვრებისადმი მდგრადია.

ჰონგ-კონგი-მაკაო-ჟუჰაის დამაკავშირებელი მაგისტრალი ხიდებისა და წყალქვეშა გვირაბებისგან შედგება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია 6,7 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა საავტომობილო გვირაბი, რომლის ასაშენებლად ორი ხელოვნური კუნძულის შექმნა გახდა საჭირო.

ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძე 29,6 კილომეტრია, თავისი განშტოებებითა და კვანძებით მთლიანი მაგისტრალის სიგრძე 55 კილომეტრს შეადგენს. ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდია. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 20 მილიარდი დოლარია.​


კომენტარები

მსგავსი სიახლეები