1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯასტინ ტრუდო: კანადა მხარს უჭერს სირიაზე სარაკეტო დარტყმას

კანადა საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაზე საჰაერო დარტყმის განხორციელებას მხარს უჭერს, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გააკეთა.

"ვგმობთ სირიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ქიმიური იარაღის გამოყენებას. კანდა მხარს უჭერს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის გადაწყვეტილებას იმოქმედოს ასადის რეჟიმის შესაჩერებლად, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიებას. მასზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“, - წერს ტრუდო.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები