რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
მიმღები მოწყობილობის განახლებული ინტერფეისი და მრავალფეროვანი კონტენტი - ასეთია მაგთის განახლებული IP ტელევიზია.
კომპანიამ მომხმარებლების ინტერესების შესწავლის საფუძველზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა: მსოფლიოს წამყვან ტელესაკომუნიკაციო კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად, მთლიანად შეცვალა IP ტელევიზიის პლატფორმა და მომხმარებლებს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიმღები მოწყობილობები (set top box) შესთავაზა, რაც გაცილებით უკეთესი ხარისხის მიღების საშუალებას იძლევა.
უახლესი თაობის set top box მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებსა და ინტერესებზე. მოწყობილობის სამართავი პულტი ტელევიზორის პულტის ფუნქციასაც ითავსებს. განახლებულმა ინტერფეისმა ძიების, გადართვის, გადახვევის და დაპაუზების ფუნქციები უფრო მარტივი და მოქნილი გახადა. გაფილტვრის და ნავიგაციის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს თემატიკის მიხედვით, კატეგორიებად დალაგებული არხები: ქართული, კინო, სპორტი, შემეცნებითი, საინფორმაციო, გასართობი და სხვა. კატეგორია „ფავორიტში“ მომხმარებელს საშუალება აქვს განათავსოს ყველა ის არხი, რასაც ყველაზე ხშირად უყურებს. მიმზიდველია ენის არჩევის ფუნქციაც.
IP ტელევიზიის მნიშვნელოვანი მახასიათებელია გადახვევა, რაც ასევე დაიხვეწა ახალი ინტერფეისის ფარგლებში. გადახვევისას შესაძლებელია სიჩქარის მატება, რეგულირება ან გადახვევა თარიღისა და საათის მითითებით. სოფტი საშუალებას იძლევა არა მხოლოდ კონკრეტულ საათზე, არამედ კონკრეტულ წუთზე და წამზე გადავახვიოთ მარტივად და. რაც მთავარია ძალიან სწრაფად.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ისე გაგვემარტივებინა ინტერფეისი, რომ მომხმარებელს ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირვებოდა და არც დრო დაეკარგა ახალთან შესაგუებლად. ეს მიზანი მიღწეულია“. - აცხადებენ მაგთიკომში.
ინტერფეისის გარდა, ცვლილებები კონტენტის მიმართულებითაც განხორციელდა. მაგთიკომმა IP ტელევიზიას 50-ზე მეტი ახალი ქართული და უცხოური არხი დაამატა.
„მაგთიკომმა მომხმარებელს 250-მდე მაღალრეიტინგული და სხვადასხვა შინაარსით გამორჩეული არხები შესთავაზა, რათა მომხმარებლების ყველა სეგმენტის მოთხოვნა გაგვეთვალისწინებინა. ცხადია, ეს პროცესი ერთჯერადი არ არის და ის მუდმივად განახლებადია.“ - აცხადებენ მაგთიკომში.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტისა და IP ტელევიზიის ჩართვისას, მომხმარებელი მაგთისგან wifi მოწყობილობას იღებს, რაც სახლში ინტერნეტსიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფს.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები