1 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შვედეთის ყინულის სასტუმრო, რომელიც ყოველ წელიწადს თავიდან შენდება 25 წლისაა

ჩამოტვირთვა

სასტუმრო სახელწოდებით “Icehotel“, შვედეთში სოფელ იუკასარვში მდებარეობს. წელს სასტუმროს  დაარსებიდან  25 წელს აღნიშნავენ,რისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან.

ცნობისთვის,  ყინულის სასტუმრო  1990 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო  ყოველ წელიწადს თავიდან შენდება და მხოლოდ 4 თვით ფუნქციონირებს, კერძოდ დეკემბრიდან მარტის ჩათვლით. თუ  „Icehotel“-ში სტუმრობას გადაწყვეტთ ,სრული კომფორტი გარანტირებული გაქვთ, დელუქს ნომრებში გაგიკვირდებათ და საუნა და აბაზანაც კი დაგხვდებათ, აქვეა გუმბათოვანი თეატრიც.

 ამ უნიკალური ნაგებობის ასაშენებლად იყენებენ უახლოესი მდინარე ტურნედან ამოჭრილ ყინულს, რომელიც თავდაპირველად კვადრატის ფორმისაა. წელს მშენებლობისთვის სულ 1,600 ტონა თოვლი და ყინული გამოიყენეს.ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობად კი 42 ცნობილი დიზაინერი მიიწვიეს, რათა შექმნან ყინულის ძეგლები, კომპოზიციები და დეკორატიული ელემენტები.  სასტუმრო სტუმრებს 20 დეკემბრიდან ელოდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები