0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბრიტანეთი 5 რუსულ ბანკსა და პუტინთან დაახლოებულ 3 პირს სანქციებს უწესებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი ხუთ რუსულ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციებს უწესებს.

„ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებული სამეფოში, გაიყინება და სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, - აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის საბაბს ქმნის.

„ეს არის პირველი ნაწილი იმისა, რის გასაკეთებლადაც მზად ვართ. უნდა მოვემზადოთ პუტინის გეგმის შემდეგი შესაძლო ეტაპებისთვის. პუტინი ქმნის საბაბს სრულმასშტაბიანი შეტევისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, სანქცირებული ბანკებია: Rossiya, IS Bank-ი, General Bank-ი, Promsvyazbank-ი და Black Sea Bank-ი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები