1 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - შედარებით ნორმალიზებული, თუმცა მაინც მაღალი ეკონომიკური აქტივობა

 

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზებაზე მიუთითებს, თუმცა, წინა წლის აპრილისა და მაისის მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებით. საკუთრივ, ეს შეინიშნება საგარეო ვაჭრობისა და გზავნილების დინამიკაში. ასევე, იმ მიგრანტების გარეშე, რომლებსაც უკვე რეზიდენტის სტატუსი აქვთ მინიჭებული, აპრილში ტურისტული შემოდინებების წლიური ზრდა ძალზედ მაღალია, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით უფრო ნაკლები. ამასთან, მიგრაციის ეფექტის მთლიანად გათვალისწინების შემთხვევაში, ზრდის ტემპი აჩქარდა კიდეც. 

 

მთლიანობაში, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორებისა და დღგ-ს ბრუნვების წინასწარი მაჩვენებლები მეორე კვარტალში, პირველთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის უფრო ზომიერ ტემპზე მიუთითებს. ეს დინამიკა, ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისია, რაც გასულ ორშაბათს თიბისი კაპიტალის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ შეჯამებაშია მოყვანილი. უფრო მეტიც, წინასწარი ინდიკატორები, სრული 2023 წლისათვის ჩვენი ბოლო საბაზო სცენარით გათვალიწინებულ 6%-ზე მეტ ზრდაზე მიუთითებს. 

 

წმინდა სავალუტო შემოდინებების, ფასებისა და სამუშაო ბაზრის გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლების მხრივ, მოლოდინებთან შედარებით მნიშვნელოვანი გადახრა, რაც საპროგნოზო პარამეტრებზე რამდენადმე მაინც მატერიალურად იმოქმედებდა, არ იკვეთება. 

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005799-weekly-update-from-the-chief-economist

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები