1 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“პაატა იმნაძე ნაცნობს ეუბნებოდა ამ ვირუსის როგორ დაიჯერეო, ამას იმისთვის ვაკეთებთ რომ…”

ინტელექტუალური კლუბის – „რა? სად? როდის?“ მოთამაშე და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს:

„გუშინ, საღამოსკენ, ჩემს ინგლისელ მეგობარს შევყევი ერთ-ერთ ბანკში, რაღაც მარტივი ოპერაციისთვის. უკვე სამუშაო დღის ბოლო წუთები იყო და ვჩქარობდით. ვსაუბრობდით ინგლისურად, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ, ორმა მამაკაცმა, რომლებიც ასევე თავის რიგს ელოდებოდნენ, ჩათვალეს რომ ქართველები არ ვიყავით და მართალია, მაინც ჩუმად, მაგრამ გასაგებად, საუბარი გააბეს კორონავირუსთან დაკავშირებით, მინდა-არმინდა მესმოდა, თან დამაინტერესა კიდეც და მოსმენილმა გამაოგნა. მოკლედ, საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ კორონავირუსის მთელი ალიაქოთი ხელოვნურადაა შექმნილი, გარკვეული სოციალური თუ პოლიტიკური მიზნებით. თან ახსენებდნენ ნაცვალსახელით ვიღაცას, ის მოვა და უკეთ აგიხსნისო, ერთი ეუბნებოდა მეორეს. ცხადია, სასაცილოდაც არ მეყო მათი საუბარი, მაგრამ დაახლოებით 5-10 წუთის მერე მოსაცდელში გამოიცანით ვინ შემოვიდა? არც მეტი, არც ნაკლები, პაატა იმნაძე. მართალია ყველას პირბადეები გვეკეთა, მაგრამ პირბადეში შეიძლება მე ვერ მიცნოს კაცმა, თორემ ამ კორონავირუსის გადამკიდე, პაატა იმნაძე ნიღაბშიც კი ყველა იცნობს.
და აქედან იწყება მეორე სერია: მიესალმნენ ერთმანეთს, ისა ესა, იმ ერთმა გააგრძელა ამ თემაზე საუბარი, პაატა გაუჯავრდა, ჩუმად, რამდენჯერ გითხარი, სახალხოდ არ ილაპარაკო ამ თემაზეო და ინსტინქტურად ჩვენ გამოგვხედა, იმ პირველმა – ნუ გეშინია არ არიან ქართველებიო. მეორემ – მართლა მასეა ამბავიო? პაატამ მასეა, აბა, შენ ყველაფერი დაიჯერეო?
უცებ ყველაფერმა წინ გამიარა, მთელმა კარანტინმა, ამ თვეებმა, წვალებამ, პირბადეებში ხუთვამ და ა.შ. მარა მოვითმინე, მეთქი სადამდე მივა.
გააგრძელეს საუბარი და მანდ მივხვდი რომ რაღაც ფინანსურ თემაზე მიდიოდა ჩალიჩი, იმ მეორეს დათანხმებას ცდილობდნენ, რომ რაღაცაში ფული ჩაედო, იმ პირობით რომ ამათ იცოდნენ რეალური სიტუაცია. და დაითანხმეს კიდეც. ამასობაში ჩვენი რიგი მოვიდა, ჩემი ინგლისელი მეგობრისთვის არაფერი მითქვამს, ფაქტობრივად მისი საუბარი აღარც მესმოდა, იმდენად შოკირებული ვიყავი. დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი, ჟურნალისტებისთვის დამეძახა თუ დამეპოსტა თუ რა მექნა, რის წინაშე აღმოვჩნდი, რა საფრთხეები იყო. ახლაც მაკანკალებს რომ ვიხსენებ.
ამ დროს პაატამ, ვერ აგნებს, გავალ და შემოვიყვანო, ვიღაცაზე თქვა, გავიდა და რამდენიმე წუთში შემოდიან პაატა იმნაძე და ლებრონ ჯეიმსი. აიო, ამასაც უნდა ფულის ჩადებაო, პაატამ უთხრა. ლებრონმა გამართული ქართულით, კი, ჯიგაროო. იმ კაცებიდან ერთ-ერთი უცებ გალურჯდა პირდაპირი გაგებით და მალე ვამპირად გადაიქცა, ჩვენ გამოვიქეცით და გარედანღა დავინახეთ როგორ მიფრინავდა ლებრონ ჯეიმსი ცოცხზე ამხედრებული და უკან პაატა და ის პირველი კაცი მიყვებოდნენ, ოღონდ ამათ ფრთები ჰქონდათ. სტაფილოსფერი. შიგადაშიგ ვარდისფერი კოპლებით.
პ.ს. თქვენ კი, ვინც თავიდან ყურადღებით დაიწყეთ ამ პოსტის კითხვა და თანხმობის ნიშნად თავს აქნევდით, გულში კი გიხაროდათ, აი ხომ ვამბობდი კორონა არ არსებობს და ყველაფერი გამოგონილიაო, ტრაკს ნუ ათამაშებთ და პირბადეები ატარეთ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები