2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სისხლიანი კონცერტი მანჩესტერში - 22 გარდაცვლილი, 59 - დაშავებული

„მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს.

გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში. 

შეგახსენებთ რომ ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ - ფოიეში განხორციელდა. 

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები