2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა: აშშ სანქციების დაწესებას და ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემის ამოქმედებას აპირებს

   აშშ-ის განცხადებით, იგი უახლოეს დღეებში სამხრეთ კორეისთვის  სარაკეტო თავდაცვითი სისტემის გააქტიურებას და ჩრდილოეთ კორეისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას გეგმავს. 

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები  ჩრდილოეთ კორეის  სამხედრო მიღწევების და საშიშროების ზრდას მოყვა.

როგორც ცნობილია, ანტი-ბალისტიკური  სარაკეტო სისტემის გამოყენება  2017 წლის ბოლომდე არ იგეგმებოდა.   სამხრეთ კორეელი მოსახლეობის ნაწილს არ მოსწონს აშშ-ს გადაწყვეტილება. ისინი შიშობენ, რომ ჩრდილოეთის ნაცვლად თავად გახდებიან სამიზნე.

ოთხაბათს, აშშ-ის კონგრესის  წევრებთან  შეხვედრისას, ამერიკის წყნარი ოკეანის სარდლობის მეთაურმა ადამ ჰარი ჰარისმა განაცხადა, რომ ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემის  ამოქმედებით, სამხრეთ კორეა  ჩრდილოეთ კორეის  მხრიდან მზარდი საფრთხის არიდებას შეძლებს.

  ადამ ჰარი ჰარისის თქმით, სისტემის ამოქმედების მიზანი არა  ჩრდილოეთ კორეის ლიდერის  კიმ ჩენ ინის დაჩოქება, არამედი მისი გამოფხიზლება.

ოთხშაბათს, სამხრეთ კორეის ქალაქ სონჯუს მოსახლეობა,  საპროტესტო აქციით შეხვდა  თავდაცვითი აღჭურვილობის ჩატანას. ამ ფაქტმა ჩინეთის გაღიზიანებაც გამოიწვია.  ოფიციალური ჩინეთი ვარაუდობს, რომ ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემის რადარის გავლენას იქონიებს მის სამხედრო უსაფრთხოებაზეც. რაც რეგიონში არსებულ ბალანსს შეცვლის.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი მოუწოდებს კიმ ჩენ ინს, თავი შეიკავოს სარაკეტო ცდებისგან და არ გამოსცადოს დონალდ ტრამპის  მოთმინება.

„პრეზიდენტის მიდგომა მიზნად ისახავს შეზღუდოს ბირთვული ბალისტიკური სარაკეტო და პროლიფერაციის სისტემების გამოყენება  ჩრდილოეთ კორეის მხრიდან,  ეკონომიკური სანქციების გამკაცრებით და საკუთარ პარტნიორებთან დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავებით“-განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა.

აშშ-მა  უკვე გაამკაცრა სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიმართ. საუბარია ე.წ „შავ სიაზე“ რომელში „გაწევრიანების“ პატივიც კიმ ჩენ ინის ყველა მოკავშირე ქვეყანას ერგება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა  მოიაზრონ  ტერორისტთა დამფინანსებელ ქვეყანად.

გასულ წელს ამოქმედებული წესების თანახმად, აშშ-ში  ჩრდილოეთ კორეის  ქონება  გაყინული ხოლო ექსპორტი აკრძალულია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები