საზოგადოება
საქართველოს საზღვართან 4.9 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა
2021-10-20 12:25:40
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 08:45 საათზე, რუსეთის ფედერაციაში, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა.
პირველადი მონაცემებით, მიწისძვრა 4.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.
ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში იყო.
კომენტარები