0 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეხვედრებისა და ურთიერთობების დღეა. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. თქვენი შრომისმოყვარეობა სამაგალითო და მისაბაძია. დაეხმარეთ მეგობრებს პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში. 

კურო
პოზიტიური დღე გელით. დილიდანვე განეწყვეთ წარმატებისთვის და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. შრომის გარდა დღეს მოგეთხოვებათ იყოთ ღიმილიანი და ელეგანტური. 

ტყუპი
უსიამოვნებები მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროთ - სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. იყავით მხიარული და არც გარშემო მყოფები მოაწყინოთ. 

კირჩხიბი
ვერაფერი - ვერც საქმეები და ვალდებულებები და ვერც ამინდი გაგიფუჭებთ კარგ განწყობას. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. თქვენი მუშაობით აუცილებლად მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას უფროსზე. 

ლომი
ნუ იტრაბახებთ მიღწევებით, მოშურნეებს არ უხარიათ თქვენი წარმატება. საღამო უფროსი თაობის ნათესავებთან ერთად გაატარეთ, ყური დაუგდეთ მათ ბრძნულ რჩევებს. 

ქალწული
ვარსკვლავებმა გადაწყვიტეს, დღეს გაგანებივრონ, - სიურპრიზებსა და საინტერესო შეხვედრებს გიმზადებენ. შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და დაიმსახუროთ უფროსის კეთილგანწყობა. 

სასწორი
სამსახურის საქმეებს უპრობლემოდ მოაგვარებთ და გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო. პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად გაქვთ, საყვარელი ადამიანი თაფლობის თვეს მოგიწყობთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. 

მორიელი
დღეს ისეთი საქმეები უნდა მოაგვაროთ, რომლებსაც სხვები ვერ გაუმკლავდნენ. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს, შეიძლება, მათაც სჭირდებათ თქვენი დახმარება. 

მშვილდოსანი
დღევანდელი დღის ბედნიერების რეცეპტია: ღიმილი და სიხარული. იყავით კეთილი გარშემო მყოფების მიმართ, გაუზიარეთ მათ თქვენი პოზიტივი. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

თხის რქა 
მორიდებულობა შინ დატოვეთ და სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. დღეს გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. საღამოს გულწრფელი საუბარი გელით საყვარელ ადამიანთან. 

მერწყული
დღეს სხვების დამხმარე და გამხარებელი უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. 

თევზები
წარმატება გელით ყველა სფეროში. მთავარია, მოინდომოთ და არ იზარმაცოთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება; საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს გიმზადებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები