2 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თიბისი ლიზინგმა და  „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილმა პირველმა “მწვანე” USB კაბელების კომპანია „ტენემ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პარტნიორობის ფარგლებში თიბისი ლიზინგის ოფისებში პლასტმასის გადასამუშავებელი ურნები და ჭიქების კოლექტორი განთავსდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უფრო მასშტაბური „მწვანე“ პროექტების დასაწყისი იქნება და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, დადებით გავლენას იქონიებს გარემოს დაცვაზე. თიბისი ლიზინგი სრულად იზიარებს „ტენეს“ პოლიტიკას და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების საქმეში.

შეგახსენებთ, რომ  „ტენე“ არის პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელი, რომლის მიზანიც  კლიმატის ცვლილების წინაღმდეგ ბრძოლაა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად „ტენე“ მოსახლეობისგან სხვადასხვა სახის წახალისების გზით, იბარებს საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენს, რომლსაც მოგვიანებით გადაამუშავებს და ნულოვანი ემისიის პოლიტიკის ფარგლებში იყენებს კაბელის დასამზადებლად.

 

„ჩვენთვის, როგორც მწვანე ინიციატივების მხარდამჭერი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წავახალისოთ „ტენეს“ გარემოსდაცვითი ინიციატივა, რაც შიდა კომუნიკაციითა და მემორანდუმის გაფორმებით დავიწყეთ. დასაქმებულებს მუდმივად აქვთ სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანონ კორპორაციული პასუხისმგებლობის კამპანიებში, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობაში, რა მიმართულებითაც გარემოსდაცვითი პოლიტიკა განსაკუთრებულ მოქნილობას იძლევა, განვითარების მრავალმხრივი არეალი აქვს და სამომავლოდაც გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით განვითარებას,“ - თეო ლეჟავა, თიბისი ლიზინგის ბრენდისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

„საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც არ ხდება მყარი ნარჩენის დანაწევრება (სეპარირება) და გადამუშავება. ასეთ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში. დარწმუნებული ვარ თიბისი ლიზინგთან დაწყებული თანამშრობა ბიძგს მისცემს ბევრ სხვა ქართულ კომპანიას გახდნენ უფრო მდგრადი, იმუშაონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და იზრუნონ გარემოზე,“ - სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები