1 9 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გადაიხადე გადასახადები საკომისიოს გარეშე | Pay.ge-ს და Mastercard-ის ერთობლივი აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთის ციფრული გადახდების პლატფორმაზე www.pay.ge , ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდისას სასურველი გადასახადის დაფარვა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი. 


Pay.ge ლიბერთის ციფრული გადახდების არხია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს:

 

ჩვენს მომხმარებელს ლიბერთის ციფრულ არხებში მუდმივად ვთავაზობთ მათზე მორგებულ საბანკო სერვისებს და სპეციალურ შეთავაზებებს. განახლებული Pay.ge ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს აძლევს ნებისმიერი გადასახადის მომენტალურად და მარტივად გადახდის საშუალებას. 1 მარტიდან კი Mastercard-ის მხარდაჭერით, ნებისმიერი ბანკის Mastercard ტიპის ბარათით აქციის ფარგლებში მომხმარებლები ნებისმიერი კომუნალურის ან სხვა გადასახადების გადახდას უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეძლებენ - დავით მესხიძე, ლიბერთის დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები