0 6 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

გასულ კვირაში, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლების მხრივ, მხოლოდ სებ-ის საერთაშორისო რეზერვების მონაცემები გამოქვეყნდა, რაც თიბისი კაპიტალის 31 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებაში იყო განხილული და ამ კუთხით რაიმე ახალი ტენდენცია არ იკვეთება.

 

ამასთან, გასული კვირა, უფრო საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული ცვლილებების მხრივ იყო მნიშვნელოვანი. კერძოდ, ამერიკაში ინფლაციის მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რამაც სხვა მაჩვენებლებთან ერთად, დოლარის შედარებითი დასუსტება გამოიწვია.

 

აშშ დოლარში მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ნაკლები ტემპით გაზრდა, 10 წლიანი განაკვეთის უკვე დაფიქსირებული შემცირება და დოლარის გაუფასურება საქართველოსთვის ცალსახად პოზიტიური განვითარებაა. თიბისი კაპიტალის წინა შეფასებებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროს გაძლიერება და დოლარის დასუსტება საბაზო სცენარს წარმოადგენდა. თუმცა, შესაძლოა რეკორდულად ძლიერი დოლარის პერიოდი უფრო ადრე დასრულდეს. ამ მხრივ უკრაინაში არსებული ვითარების თუნდაც ნაწილობრივი და დროებითი მოგვარება, ასევე დოლარის დასუსტების არგუმენტია, განსხვავებით გლობალური რეცესიის რისკებისა, რა შემთხვევაშიც დოლარის პოზიციები, პირიქით, ძლიერდება. 

 

მთლიანობაში, დამატებითი ინფორმაციის ლარის კურსის საპროგნოზო მოდელში ასახვის შედეგად, თიბისი კაპიტალი აუმჯობესებს წლის ბოლოსათვის დოლარი/ლარის დაახლოებით 2.80 ნიშნულის პროგნოზს დაახლოებით 2.70-მდე. ამასთან, მომდევნო წელს, ძირითადად სავარაუდოდ რუბლის შედარებითი დასუსტებისა და საქართველოში დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, მხოლოდ მცირედით სუსტი ლარი, როგორც ჩანს, საბაზო სცენარია, მომდევნო წლებში დოლართან უკვე უფრო მეტი გამყარებითა და ევროსთან გაუფასურებით.  

 

წარსული დინამიკიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ევროს გამყარება ლარის გამყარებასაც იწვევს, თუმცა არა თანაბარზომიერად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემდგომი გამყარება სწორედ საბაზო სცენარია, თავისთავად არაა გამორიცხული საერთაშორისო მასშტაბით მოვლენათა უფრო სტრესული სცენარით განვითარება, რაც უკვე მყარი დოლარის არგუმენტია. რა შეგვიძლია ვთქვათ სავალუტო რისკის აღებისას ევრო/დოლარის შესაძლო ოპტიმალური კომპოზიციის კუთხით? აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ თიბისი კაპიტალის ადრინდელი შეფასებები დიდწილად კვლავ ძალაშია. სადღეისოდ დივერსიფიცირება ისევ ოპტიმალური მოჩანს, თუმცა სესხებში დოლარის შედარებით მეტი წილის გათვალიწინებით. 

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები