1 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი,სავარაუდოდ ფარული ვიდეოკადრების გავრცელების ბრალდებით დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი, დები ირმა და ინგა ხოროიშვილები სავარაუდოდ  ფარული ვიდეოკადრების გავრცელების ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვიდან გამოსულმა დავით გეგიაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ეკა ბესელიას ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დები სავარაუდოდ თბილისში წაიყვანეს. მათი ტელეფონები კი ექსპერტიზაზე წაიღეს.

ინფორმაციას დაკავებულების დედა ხმაურით შეხვდა. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში სამმართველოსთან იმყოფებოდნენ.

“ხელისუფლება ცდილობს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ოპოზიციას გადააბრალოს”, – აცხადებს ნაცმოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე.

პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ნაცმოძრაობის ოთხი აქტივისტი დაიბარეს გამოკითხვაზე. მათგან ორმა მამაკაცმა გამოკითხვის შემდეგ სამმართველო დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები