1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მოქალაქეობა იმ რუსებს მიენიჭათ, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან – სააგენტოს განმარტება

”საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან” – ასე ეხმაურება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 728 რუსისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას.

“პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.
სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილ იქნა რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ.”- წერია განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა განაცხადა, რომ 2018-22 წლებში საქართველოს მოქალაქეობა (მოქალაქეობის აღდგენის გარდა) 8 464 ადამიანს მიენიჭა, მათგან 72% – 6 075 ადამიანი რუსეთის მოქალაქე იყო.  2022 წლის საწყისი 7 თვის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 723 მოქალაქეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები