1 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ – დაღუპულია 4 ადამიანი

აშშ-ის დედაქალაქში მასობრივ არეულობებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კორტნიმ განაცხადა.

„კაპიტოლიუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ქალი დაიჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დადასტურდა ინფორმაცია კიდევ 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ყველა მათგანი სრულწლოვანია. დაკავებულია მასობრივი არეულობის მონაწილე 52 პირი. მათ ნაწილს იარაღის უკანონო ტარების, ნაწილს კი კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდება აქვს წაყენებული“, – აღნიშნა კორტნიმ.

ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები