1 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა

1 ნოემბრიდან თიბისის ციფრული სამომხმარებლო სესხების ვადა 4 წლამდე გაიზარდა. ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15,5%-ით განისაზღვრა.

ახალი პირობების თანახმად, შესაძლებელია:

·         თანხის მოთხოვნა 100-დან 10 000 ლარამდე

·         თანხის დამატება  ყოველთვიური შენატანის გაზრდის გარეშე

·         სესხების გაერთიანებისას, დამატებითი თანხის მოთხოვნა

·         არსებული სესხების გაერთიანება და ყოველთვიური გადასახადის შემცირება

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა ციფრულ ბანკში, ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ციფრულ სამომხმარებლო სესხზე 20%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. წინსწრებით დაფარვისას კი, მომხმარებელი საკომისიო გადასახადისგან თავისუფლდება.

არსებული სესხების გაერთიანების მიზნით, ახალი სესხის აღების შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა მაინც მოქმედებს, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც 15,5%-დან იწყება.

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც  ფიქსირებული შემოსავლის მქონე, ისე თვითდასაქმებულ პირებს.  გახსოვდეთ, სესხის აღება შეგიძლიათ მაშინაც  კი, თუ ხელფასი ბანკში არ გერიცხებათ.

სესხის ვადის 4 წლამდე გაზრდა ამარტივებს სესხის დამტკიცებას და საშუალებას იძლევა, სესხი აიღოთ, როცა გინდათ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები