0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფები სატვირთო ავტომობილების სერვისში

 

„თეგეტა მოტორსი“ სატვირთოებისა და მიკროავტობუსების ტექნიკურ მომსახურებაზე წლებია ზრუნავს. უახლეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ფილიალებში ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. ამასთან ერთად, კომპანიამ ახალი სერვისი - მობილური ჯგუფების მომსახურება დანერგა.    

„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფების დახმარებით სატვირთოებისა და მიკროავტობუსის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, სერვისცენტრში მისვლის გარეშე, ადგილზე გამოძახებით მიიღონ კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურება. ამ ყველაფერთან ერთად კი, ყველა იმ საგარანტიო პირობითად თუ შეთავაზებით ისარგებლონ, რისი მიღებაც სერვისცენტრში მისვლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. 

მობილური ჯგუფების მომსახურება საგრძნობლად ამცირებს სატვირთო ავტომობილის შეკეთების დროს, ხარჯებსა და იმ შესაძლო დანაკარგებს, რაც გაფუჭებულმა, გაჩერებულმა ტრანსპორტმა შეიძლება გამოიწვიოს. 

„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფები ამ ეტაპზე მომხმარებელს აკუმულატორისა და საბურავის შეცვლის სერვისს სთავაზობენ. კომპანია უახლოეს პერიოდში სერვისების სპექტრის გაფართოებას გეგმავს.

მიხეილ ვაშაკიძე, თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების მიმართულების ხელმძღვანელი: სატვირთოებისა და მიკროავტობუსების სერვისი „თეგეტა მოტორსისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გვსურს, მოვერგოთ ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლების საჭიროებებს და დავეხმაროთ მათ ბიზნესის უწყვეტობაში. სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, შეგვექმნა მობილური ჯგუფები და სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ მობილური ჯგუფებირულაღვჭურვოთ ყველა საჭირო დანადგარით, რაც ადგილზე მომსახურებისთვის იქნება საჭირო. მომავალი წლის დასაწყისში ვფიქრობთ, დავამატოთ სავალი ნაწილისა და ელექტროდაზიანებების მიმართულება. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და დაწყებული გვაქვს მობილური ჯგუფების ავტომობილების დაკომპლექტება საჭირო ინსტრუმენტებითა და დანადგარებით. მასშტაბურად ვგეგმავთ, რომ ეს ნიშა შევავსოთ და შევძლოთ, ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რაც შეიძლება გადაადგილებისთვის ხელშემშლელი იყოს და სატვირთოებისა თუ მიკროავტობუსების გამართულ მუშაობას აფერხებდეს

 „თეგეტა მოტორსში“ ამ ეტაპზე მუდმივ მზადყოფნაშია 5 მობილური ჯგუფი, რომელთა გამოძახებაც თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში და აღნიშნული ქალაქების შემოგარენშია შესაძლებელი. მობილური ჯგუფების გამოძახება თბილისის მასშტაბით სრულიად უფასოა.

მობილურ ჯგუფებთან ერთად, „თეგეტა მოტორსი“ კორპორაციულ და საცალო მომხმარებელს სატვირთო ავტომობილების მომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს დიაგნოსტირებასა და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. სატვირთო ავტომობილებზე გამოცდილი და კვალიფიციური მექანიკოსების გუნდი ზრუნავს, რომლის წევრებიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით არიან სერტიფიცირებული.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...