2 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მობილური თამაშების ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ბილაინი დეველოპერებისთვის ჰაკათონს ატარებს

„შექმენი თამაში და გახდი ბილაინის პარტნიორი“

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას. 23 – 25 ოქტომბერს, ბილაინი კომპიუტერული თამაშების ჰაკათონს, Beeline Game Jam -ს ატარებს და თამაშების შექმნით დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს.

Beeline Game Jam -ის მიზანი, მობილური თამაშების ადგილობრივი დეველოპერების აღმოჩენა, წახალისება და თანამშრომლობის შეთავაზებაა. დიზაინერების, დეველოპერებისა და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრისგან შემდგარი გუნდები, ერთმანეთს 48 საათის განმავლობაში, მობილური თამაშების (HTML5 ფორმატში) პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან. პანდემიის გათვალისწინიებით, ჰაკათონი ონლაინ იმართება. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი საჩუქრად მიიღებს PlayStation 4-ს. რაც მთავარია, საინტერესო პროტოტიპების/იდეების შემქმნელ გუნდებს შესაძლებლობა აქვთ თამაშების მიმართულებით ბილაინის პარტნიორები გახდნენ და გააფორმონ ხელშეკრულება შემოსავლის გაყოფის მოდელით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა  ჰაკათონის ღონისძიების გვერდზე შეუძლიათ. გუნდების რეგისტრაცია 18 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და ინოვაციური მიდგომით, მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულება შექმნას. ამ ეტაპზე ბილაინის ციფრულ არხებში 6 თამაშია ხელმისაწვდომი. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და დაიწყოს მეგაბაიტების დაგროვება. კომპანიას უკვე დაგეგმილი აქვს მისი თამაშების პორტალის შემდგომი განვითარება, მათ შორის ჰაკათონის შედეგად აღმოჩენილი ახალი ტალანტების მიერ ადგილობრივად შექმნილი თამაშების განთავსება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...