2 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მმართველი გუნდის წევრებისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს - „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის

„ლელოს“ ლიდერებმა  და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა  - კახა კოჟორიძემ  და ლევან კობერიძემ პარლამენტში საკანონმდებლო  ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობის მიღება.

 

„ლელოს“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კოჟორიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ნებაყოფლობით არ მიდის დებატებზე. მათ უნდათ ამომრჩევლის ხმები, მაგრამ არ უნდათ უპასუხონ კითხვებს.

 

„ქართული საზოგადოება ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ შეეჯახა იმ უპასუხისმგებლობას, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატები უარს ამბობენ პოლიტიკურ დებატებზე. ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს წინასაარჩევნო პერიოდი დებატების გარეშე. საქართველოში მმართველი გუნდი მხოლოდ ბილბორდების საშუალებით ამყარებს კომუნიკაციას მოსახლეობასთან. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს მხოლოდ ამომრჩევლის ხმები სჭრიდებათ და მათ კითხვებს არ პასუხობენ. ეს სამარცხვინო რეალობა უნდა შეიცვალოს და ამას აუცილებლად შევცვლით. ამ ინიცირებით სახელისუფლებო კანდიდატი  ვალდებული იქნება, დებატებში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო თუ ის ორჯერ უარს იტყვის დებატებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიხსნება არჩევნებიდან.“

 

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივის დაკანონება არის აუცილებელი.

 

„საკანონმდებლო ინიცირება გახდა საჭირო, რადგან მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, პრაქტიკულად, არ იღებს მონაწილეობას არც ერთ სატელევიზიო დებატში,სადაც რეალურად უნდა ხდებოდეს დისკუსია იმისთვის, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა, მოსახლეობამ გაიგოს სხვადასხვა პარტიის შეხედულებები, მათ შორის მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მიიღო წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობა - ეს ავტომატური პროცესია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეგნების საკითხი. მათ კი  სათქმელი არაფერი აქვთ და  დებატებში არიან ძალიან სუსტები, ამიტომ არიდებენ თავს. შესაბამისად, დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტის საორგანიზაციო ჯგუფში ჩაშვებულია, სადაც არის ჩაწერილი ვალდებულებები. ცვლილება არის ორგანულ კანონში არჩევნების შესახებ, სადაც იგულისხმება, რომ მმართველი გუნდის სიითი შემადგენლობის კანდიდატებს ვალდებულება აქვთ, გამოცხადნენ დებატებში,  ორჯერ თავის არიდების შემთხვევაში კი მოიხსნებიან არჩევნებიდან,“- აცხადებს ლევან კობერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:26

    ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპე...

    თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...

  • 19:39

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება...

    Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...

  • 09:16

    ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...

      თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...

  • 15:33

    თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ...

    ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...