0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანიამ - „Georgia Global Utilities“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ ჰოლდინგურმა კომპანიამ - „Georgia Global Utilities“ (რომელიც მართავს წყლის, წყალარინებისა და ენერგეტიკულ აქტივებს), თიბისი კაპიტალის დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა. ეს საქართველოდან განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციაა.

ობლიგაციების  სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ვადა კი 5 წელია. ობლიგაციები Fitch-ისგან B+ (სტაბილური) რეიტინგით, S&P-სგან კი B (პოზიტიური) რეიტინგით შეფასდა. ისინი ნომინალურ ფასად გაიცემა და გაიყიდება, მიღებული სახსრები კი GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი აგენტია J.P. Morgan-ი, თანამმართველი კი - თიბისი კაპიტალი. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Freshfields Bruckhaus Deringer LLP და Baker & McKenzie LLP წარმოადგენდნენ. ობლიგაციების ემისია მხარდაჭერილია შემდეგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ: Deutsche Investitions und Entwicklungsgesellschaft mbH (DEG), the Netherlands Development Finance Company (FMO) და Asian Development Bank (ADB).

„მოხარული ვარ, განვაცხადო, GGU-ს წარმატების შესახებ. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან. გარიგებამ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორებს - გერმანიის განვითარების ბანკს (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO), ისინი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ჩვენი წამყვანი ინვესტორები გახდნენ, ასევე ვულოცავ GGU-ს მთელ გუნდს ამ წარმატებას“, - ირაკლი გილაური, საქართველოს კაპიტალის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განთავსებული მეოთხე ევროობლიგაციაა.

„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი ევროობლიგაციის განთავსება მოხდა საქართველოდან, რაც კიდევ უფრო აღსანიშნავია მსოფლიოში არსებული სირთულეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. ტრანზაქციას თიბისი კაპიტალის ინვესტორთა ბაზიდან დადებითი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა, რაც მოთხოვნითაც აისახა. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ადგილობრივი ტრანზაქციებისა, ბოლო წლების განმავლობაში,  თიბისი კაპიტალი აქტიურად არის ჩართული საქართველოდან განხორციელებული ევრობონდების განთავსებაში, რაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...