„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
. „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებს ჯილდო თბილისში Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა გადასცა
. საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო სერვისცენტრად „თეგეტა მოტორსის“ სატვირთოების ცენტრალური ფილიალი დასახელდა
. World Class Workshop 2022-ში 70-ზე მეტი ქვეყნის 2 000-ამდე წევრი კომპანია მონაწილეობდა
„თეგეტა მოტორსი“ World Class Workshop 2022-ის გამარჯვებულია. ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კომპანიამ სატვირთო ავტომობილის საუკეთესო სერვისცენტრისთვის მიიღო. ოფიციალური ჯილდო „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებს Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა, რობერტ სტივენსმა გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას წინ უძღოდა ტური „თეგეტას“ ცენტრალურ სერვისცენტრში. რობერტ სტივენსმა ასევე დაათვალიერა შოურუმები, „თეგეტას“ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შენობა. Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა „თეგეტა აკადემიაში“ ავტოსფეროს დიგიტალიზაციის შესახებ ლექციაც ჩაატარა.
რობერტ სტივენსი, Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორი: „ძალიან სასიამოვნოა სტუმრობა „თეგეტაში“, რომლის სერვისცენტრმაც World Class Workshop 2022-ის ჯილდო მოიპოვა. მომეცა შესაძლებლობა, ეს უმაღლესი სტანდარტის მომსახურების ცენტრი თავად დამეთვალიერებინა. ვესტუმრეთ შოურუმებს, სამუშაო ადგილებს, ვნახეთ, როგორია აღჭურვილობა, თანამედროვე დანადგარები. იმ ფაქტმა, რომ 44 სამუშაო სივრცე ერთ ლოკაციაზეა განთავსებული, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენს გაერთიანებაში მსოფლიო მასშტაბით, „თეგეტა მოტორსი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელსაც სრულყოფილი, მაღალი დონის სერვისი აქვს“.
ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად „თეგეტას“ Groupauto International-ის 2 000-ამდე წევრი კომპანია უწევდა კონკურენციას. ამის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ საუკეთესოს ტიტულის მოპოვება შეძლო. ჯილდო „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო მიმართულების ცენტრალურ ფილიალს გადაეცა.
არჩილ ძიძიგური, „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:„ჩვენთვის საამაყოა, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გამარჯვება სწორედ „თეგეტას“ ერგო. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენთვის, რათა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საავტომობილო სფეროს მსოფლიო რუკაზეც ღირსეული ადგილი დავიკავოთ. ეს გამარჯვება, მოტივაციასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რათა შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი და ამასთანავე, მომხმარებლისა და ჩვენი პარტნიორების ნდობა“.
დაჯილდოება, სახელწოდებით World Class Workshop 2022, მსოფლიოს უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის, Groupauto International-ის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსში საერთაშორისო ქსელში ჩართული 70 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით დასახელდნენ. რეგიონში Groupauto International-ს „გრუპავტო კავკასია“ წარმოადგენს, რომლის წევრიც 2012 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგიცაა“.
თორნიკე ჩახვაშვილი, „Groupauto Caucasus-ის“ დირექტორი: „Groupauto Caucasus-ის მთავარი მიზანია, დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს ავტოინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია. გვიხარია, რომ ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ, „თეგეტამ“, სატვირთოების მიმართულებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. მომსახურება, ავტოსერვისი, ბრენდინგი და მარკეტინგი - ამ კრიტერიუმებით გამოავლინეს საუკეთესოები, რომელთა შორის „თეგეტა მოტორსმა“ მსოფლიო წარმატება მოიპოვა“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ ფილიალში ჩადებული ინვესტიცია 25 მილიონი დოლარია. ტერიტორია 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „თეგეტას“ მულტიფუნქციური სერვისცენტრი მომხმარებელს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი ცენტრია რეგიონში. კომპანიის მექანიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, დღის განმავლობაში 100-ამდე სატვირთო ავტომობილის მფლობელს ემსახურებიან. სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური აღჭურვილობა თანამედროვე ტენდენციების მიხედვით იცვლება და ისინი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ხელსაწყოებითა და დანადგარებით ახლდება, მათ შორისაა: BOSCH, HOFMANN, TEXA, TOPTUL, OMCN, KOCH, FLEXBIMEC.
„თეგეტა მოტორსის“ ულტრათანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილ ფილიალებში მომხმარებლებს კვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. კავკასიის რეგიონის მასშტაბით კომპანიას 31 სერვისცენტრი აქვს, სადაც მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებებით.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები