თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით, 29-30 ნოემბერს, სასტუმრო შერატონში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, საქართველოს სამაცივრე მეურნეობების და ლოგისტიკის ასოციაციასთან (GCSLA) ერთად ახორციელებს.
ღონისძიება აგრო ექსპორტის მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს ეხება. მომხსენებლები სწორად მოყვანილი კენკრის და ხილ-ბოსტნის ჯანსაღ კონდიციაში შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტზე გატანის საკითხებზე ისაუბრებენ. კონფერენციაზე 5 ძირითადი თემა იქნება განხილული:
· ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის სტანდარტები - აუცილებელი ნაბიჯი ცივი ჯაჭვის განვითარებისთვის;
· ცივი ჯაჭვის რგოლები - მონაწილეების კოოპერაციის მოდელები;
· ცივი ჯაჭვის განვითარებაში შესაბამისი ასოციაციების როლი;
· მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა სექტორისთვის;
· საექსპორტო ბაზის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ „ცივ ჯაჭვში“ ჩართული კომპანიები და ორგანიზაციები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. ღია დისკუსიების ფორმატი ცივი ჯაჭვის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გამოავლინონ საექსპორტო ვაჭრობის კუთხით პარტნიორობის შესაძლებლობები.
ღონისძიებას 100-მდე ორგანიზაცია და კერძო პირი დაესწრება. ესენი არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლები; ექსპორტიორები; ასოციაციები; სოფლის განვითარების სააგენტო და საცალო ქსელის ობიექტების წარმომადგენლები.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, გაზარდონ გაყიდვები, გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების განვითარების ღონისძიებას. „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია, ეს არის დამსწრე აუდიტორიისთვის კარგი შესაძლებლობა გამოცდილების გაზრდის და ცოდნის გაღრმავების მიმართულებით. კონკრეტულად, ეს ეხება იმას, თუ როგორ შეძლოს მიმწოდებელმა ექსპორტზე პროდუქტის სწორად და ჯანსაღ მდგომარეობაში გატანა. რაც ცხადია, მოწინავე პრაქტიკის გათვალისწინება ორმაგად გაზრდის მომხმარებელს და ექსპორტზე გატანილ პროდუქციას. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად მხარი დავუჭიროთ მსგავს პროექტებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები