0 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატების სერვისი კავკასიის რეგიონში მხოლოდ “თეგეტა მოტორსშია“ ხელმისაწვდომი

ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენტსა და კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა მოტორსი“ უკვე წლებია ამერიკული კომპანიის, Thermo King-ის სერვისპარტნიორია და რეგიონში ოფიციალურად წარმოადგენს. შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ორიგინალი ნაწილებით, თანამედროვე სპეცდანადგარებითა და პროფესიონალი მექანიკოსის დახმარებით სრულდება.

სატრანსპორტო ტემპერატურის კონტროლის სისტემების მწარმოებელმა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე თითქმის 90 წელია საქმიანობს, კავკასიის რეგიონში თანამშრომლობისათვის „თეგეტა მოტორსი“ აირჩია. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიას საერთაშორისო ბრენდის ყველა ტექნოლოგიურ მიღწევაზე მიუწვდება ხელი. „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში მთავარი აქცენტი Thermo King-ის ბრენდზეა, თუმცა კომპანია შეზღუდული არ არის, მომსახურება სხვა ნებისმიერი მწარმოებლის სამაცივრე აგრეგატებს გაუწიოს.

ლაშა ნარუსაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური სერვისების მთავარი ოფიცერი: „Thermo King-თან თანამშრომლობითა და მომსახურების მასშტაბური სივრცის შექმნით უკვე გვაქვს შესაძლებლობა, სამაცივრე აგრეგატების მომსახურება გავაფართოვოთ. „თეგეტა მოტორსი“ პირველობას არც ამ შემთხვევაში თმობს და მომხმარებელს სამაცივრე სისტემების რემონტის სრულ პაკეტს სთავაზობს. სწრაფი სერვისებიდან დაწყებული რთული შემთხვევების ჩათვლით - პასუხისმგებლობას ვიღებთ შესრულებულ სამუშაოზე, ხოლო ნაწილებზე ვრცელდება გარანტია, რაც ავტომობილის მფლობელებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შევძლებთ, მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ, შიდა პარკის, ისე ტრანზიტულად მოძრავ ავტომობილებს, რომელთა გამართული მუშაობა ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ორიგინალ ნაწილებზე და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შევთავაზოთ კვალიფიციური სერვისი, რაც ამ ბიზნესპროცესის უმთავრესი პირობებია“.

გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში, რომელიც ოთხ ჰექტარზეა აშენებული, საგანგებოდ გამოიყო სივრცე სამაცივრე აგრეგატებისათვის. სპეციალურად მოწყობილ სამუშაო ზონაში შესაძლებელია დიაგნოსტირება, ფილტრების, ზეთის, ღვედების, ასევე ნაწილებისა და მილგაყვანილობის შეცვლა-შედუღება, ჟონვაზე შემოწმება, ფრეონის ჩატუმბვა-ამოტუმბვა. სრულ მექანიკურ თუ ელექტროსერვისს მომხმარებელს სერტიფიცირებული, გამოცდილი მექანიკოსი გაუწევს.

ამასთან ერთად, უკვე ხელმისაწვდომია მობილური მომსახურებაც, რომელიც მძღოლებს ადგილზე დაეხმარება.

უშუალოდ სერვისცენტრში დღის განმავლობაში, სულ მცირე, ხუთ ავტომობილს მოვემსახურებით. მხოლოდ დიაგნოსტირების შემთხვევაში კი ათი სატვირთოს გატარებას შევძლებთ.

ორიგინალ ნაწილებთან და სრული სერვისის შეთავაზებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაო სივრცე სპეციალური დანიშნულების მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ყოფილიყო აღჭურვილი. ეს კი მაღალი ხარისხის მომსახურებას და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოებას განსაზღვრავს როგორც ჩვენი პერსონალის, ისე მომხმარებლებისათვის. მაგალითად, ჩვენ უარი ვთქვით ჟანგბადის ბალონის გამოყენებაზე და დავნერგეთ ელექტროშედუღების ახალი სისტემა თანამედროვე ინსტრუმენტებით. ევროპული დანადგარის გამოყენებით სერვისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრისკიანი პროცესი უსაფრთხო გავხადეთ. ამასთან ერთად, მკაცრად ვიცავთ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც ფრეონზე მომუშავე მექანიკოსს ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს“, - ლაშა ნარუსაშვილი.

სხვადასხვა ნაწილთან თუ აქსესუართან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მედიკამენტების გადასაზიდი მაცივარიც, რომლის დახმარებითაც, სრული სტანდარტების დაცვით, წამლების ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.

ამჟამად გეზის ფილიალში შეთავაზება მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც, სამაცივრე აგრეგატების ნებისმიერი ნაწილის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი სერვისს უფასოდ მიიღებს. შეთავაზება მარტის ბოლომდე მოქმედებს.

სამაცივრე აგრეგატების რემონტთან ერთად, „თეგეტა მოტორსის“ განახლებულ სერვისცენტრში მომხმარებელი ასევე ექსკლუზიურად შეძლებს ისარგებლოს სატვირთოების სამღებრო-სათუნუქე უბნის მომსახურებით. 42 000 მ2 ფართობზე განლაგებული ფილიალი სრული დატვირთვით შემოდგომაზე ამოქმედდება. ცენტრი სატვირთო, ავტობუსებისა და კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის განკუთვნილი და 31 სამუშაო სივრცეს მოიცავს. მულტიბრენდული მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ A+ კატეგორია აქვს მინიჭებული.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...